LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეუსაბამობები არაჟანში, ხაჭოსა და ყველში – პროდუქტები თბილისის ბაღების კვების რაციონიდან ამოიღეს

449
rzisproduqtebi

არაჟანში, ხაჭოსა და ყველში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო, 27 მარტიდან თბილისის ბაგა-ბაღების კვების რაციონიდან აღნიშნული პროდუქტები ამოღებულია,- ამის შესახებ ინფორმაციას “ფორტუნას” ბაგა-ბაღების სააგენტოში დაუდასტურეს.

როგორც სააგენტოში განმარტეს, პროდუქტების კვლევა 13 ბაღში განხორციელდა, შეუსაბამობა კი მხოლოდ ერთ ბაღში დაფიქსირდა. უფრო კონკრეტულად, “ქობულეთურის” მიერ წარმოებულ არაჟანსა და ხაჭოში მცენარეული ცხიმი, ხოლო სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის მიერ წარმოებულ ყველში რძის ფხვნილი აღმოჩნდა.

სააგენტოში განმარტავენ, რომ პროდუქციის ან მიმწოდებელი უნდა შეიცვალოს, ან მიმწოდებელმა წარმოადგინოს ახალი დოკუმენტი, რომ პროდუქცია უსაფრთხოა.

კომპანია “ნილში” შეუსაბამობის არსებობაში ეჭვი ეპარებათ და გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შესაძლოა, ეს ლაბორატორიის დაშვებული შეცდომა იყო.

“2019 წლის 7 მარტს ბაღების სააგენტომ სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლევაზე დაყრდნობით მოგვწერა, რომ ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ მოწოდებული რძის პროდუქტების – ყველის, ხაჭოს, არაჟნის მიწოდება შეგვეწყვიტა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თავისი ინიციატივით 13 ბაღში ჩაატარა კვლევა და არაჟნისა და ხაჭოს შემთხვევაში ერთ კონკრეტულ ბაღში აღმოჩნდა დარღვევა, ხოლო ყველის შემთხვევაში 10 ბაღიდან მხოლოდ ერთში. ეს ნიმუშები არის ერთსა და იმავე დღეს ამოღებული და ერთი და იმავე პარტიის ყველი. ჩვენ გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ ეს შეიძლება იყოს ლაბორატორიის მიერ დაშვებული შეცდომა, რადგან ერთი კონკრეტული თარიღითა და პარტიით მიწოდებული ყველი როგორ შეიძლება იყოს სხვადასხვა შემადგენლობით?”- აღნიშნა მან.

მონიტორინგის შედეგებში ეჭვი ეპარება კომპანია “ქობულეთურის” წარმომადგენელსაც. კომპანია გეგმავს, რომ პროდუქციის ნიმუშები თურქეთის ერთ-ერთი ლაბორატორიაში გაგზავნოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები