LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შევეცდები ძალიან მოკლედ ჩაგაბაროთ ანგარიში” – პარლამენტის თავმჯდომარემ 2019 წელი ვიდეოთი შეაჯამა (ვიდეო)

140
hhhhh

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და 2019 წელი შეაჯამა. თალაკვაძემ პარლამენტის მიერ წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა, პირველ რიგში, კი სხვადასხვა მიღწევებს გაუსვა ხაზი. პარლამენტის თავმჯდომარემ 2019 წელს მიღებულ რამდენიმე კანონზე ისაუბრა, მათ შორის ბავშვთა უფლებების კოდექსზე, რომელიც ძალაში 2020 წლის 1 ივნისიდან შევა. ასევე კანონი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და სხვა.

"მნიშვნელოვანია ჩვენს კოლეგებს ის მიღწევები დავანახოთ, რომელიც გვაქვს" - გახარიამ 2019 წელი შეაჯამა

გახარიამ მთავრობის შემადგენლობას გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.

“შევეცდები ძალიან მოკლედ ჩაგაბაროთ ანგარიში, თუ რა სამუშაო შეასრულა საქართველოს პარლამენტმა 2019 წელს და რა გადაწყვეტილებები იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ მივიღეთ ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც ძალაში შედის 2020 წლის 1 ივნისიდან და ქმნის სრულიად ახალ, სოციალურ და სამართლებრივ გარანტიებს თქვენი შვილებისთვის. მივიღეთ კანონი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც უფრო ეფექტურად იცავს ქალებს, ბავშვებს და ხანდაზმულებს. 2020 წლიდან იზრდება პენსიები, ხელფასები ეზრდებათ ექიმებს, პედაგოგებს, ბაღების აღმზრდელებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს. დევნილებისთვის ახალი საცხოვრისების ასაშენებლად გამოყოფილია 122 მილიონ ლარზე მეტი”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

“ბიძინა – ბიძინაა, ექვთიმე – ექვთიმეა” – კალაძემ 2019 წელი შეაჯამა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები