LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შევქმენით მათთვის უდიდესი შესაძლებლობა, სტუდენტობიდან პირდაპირ დასაქმებაში“ – საქკაბელის შეთავაზება ახალგაზრდებისთვის

1402
thumbnail

კომპანია „საქკაბელმა“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

კომპანიამ 50-მდე ახალგაზრდასა და მათ პროფესორ-მასწავლებლებს „საქკაბელის“ საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე გააცნო კომპანიის მიზნები, მისიები და ის დიდი შესაძლებლობები, რომელსაც „საქკაბელი“ სტუდენტებს დასაქმების კუთხით სთავაზობს.

როგორც კომპანიაში ამბობენ, სტუდენტების მხრიდან შეხვედრის მიმდინარეობისას დიდი ინტერესი მოდიოდა. „საქკაბელი აქტიურად უწყობს ფეხს ახალ გამოწვევებს და ტენდენციებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და დასაქმებას. ამ ეტაპზე, ჩვენი ინდუსტრია განიცდის ნორმალური კადრების რესურსების დეფიციტს. ამიტომ, გვინდა პირველი ნაბიჯი გადავდგათ და სტუდენტებს საშუალება მივცეთ, მიიღონ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა და შემდეგ, ისეთ წარმატებულ კომპანიაში დასაქმდნენ, როგორიც საქკაბელია“, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, ამჟამად, „საქკაბელს“ სტუდენტები დასაქმებული ჰყავს როგორც ლაბორატორიაში, ისე ქარხანაში. „ისინი გადიან სამუშაო პრაქტიკებს და ეცნობიან თავიანთ საქმიანობას სიღრმისეულად. საქკაბელი ხელს უწყობს სტუდენტებს ხელი არ შეეშალოთ განათლების მიღებაში და დიდი წვლილი შეაქვს მათ პროფესიულად განვითარებაში“, – დასძენენ კომპანიაში.

სტუდენტები „საქკაბელში“ სტაჟირებას გაივლიან და შემდეგ, დასაქმდებიან – თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გვინდა, რომ ჩვენი თანამშრომლების შთამომავლებს მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ გააგრძელონ ჩვენს ქარხანაში მუშაობა და შექმნან ქართული პროდუქცია – „საქკაბელის“ მმართველი დირექტორი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები