LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეწყალება უნდა შეეხოს თუ საჭიროება არის, ძალიან მძიმე დანაშაულებსაც კი, თუკი პრეზიდენტი გადაწყვეტს – სალომე ზურაბიშვილი

264
444411426

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში შეწყალებების სკანდალზე ისაუბრა.

შეწყალება უნდა შეეხოს თუ საჭიროება არის, ძალიან მძიმე დანაშაულებსაც კი, თუკი პრეზიდენტი გადაწყვეტს“-განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით ხშირ შემთხვევაში სხვა ქვეყნებში შეწყალება მკვლელებსაც ეხება.”ანუ ჩვენ ანგელოზებს და უდანაშაულო ადამიანებს არ ვიწყალებთ და შეწყალება არ ნიშნავს, რომ ადამიანი უდანაშაულო იყო, პირიქით, შეწყალების საფუძველი არის ადამიანის მიერ აღიარება თავისი დანაშაულის”- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ-პრეზიდენტი შეწყალებაზე

მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა შორის მკვლელობაში მსჯავრდებული რამდენიმე პირი იყო.

ინტერვიუს დროს საუბარი შეეხო მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს, რაზეც პრეზიდენმა აღნიშნა, რომ საპატრიარქოს შუამდგომლობას ისე გაითვალისწინებს, როგორც სხვა შუამდგომლობების შემთხვევაში ხდება.

პრეზიდენტი: არც ერთი ადამიანი, რომელიც არის შეწყალებული, ანგელოზი არ არის

,,ეს არიან ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდნენ რაღაც გარემოებებში და რომლებიც, ჩემი შეფასებით, ჩავთვალე, რომ შეიძლებოდა, შემეწყალებინა"

“მე როგორც ვერ მოგცემთ არგუმენტებს, რაზედაც დავაფუძნებ შემდეგ გადაწყვეტილებებს, ასევე წინასწარ არასწორი იქნება, რომელიმე საქმეზე გითხრათ კი ან არა. გავითვალისწინებ ამ შუამდგომლობას, როგორც ვითვალისწინებ სხვადასხვა კუთხიდან მოსულ შუამდგომლობებს. ეს არის ერთ-ერთი გარემოება, არა ერთადერთი და ამიტომ გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებ, იქნება მიღებული ყველა გარემოებიდან გამომდინარე“, – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია გიორგი მამალაძის შეწყალების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები