LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეწყდეს კარტოგრაფების საქმე” – პარლამენტთან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

118
publika.ge-121166359-628002837804910-3339837273554721999-o-1024x768

“შეწყდეს კარტოგრაფების საქმე” – ამ ლოზუნგით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს.

სამოქალაქო აქტივისტები,პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერის მიზნით შეიკრიბნენ. ისინი აცხადებენ, რომ მათი დაკავება პოლიტიკურ სარჩულს ატარებს. აქციაზე იმყოფება ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე.

ინფორმაციისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებას გულისხმობს. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები