LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეწყვეტილი სოციალური დახმარება ისევ აღდგება

90
68469464-2617271934959123-8811397549756776448-o

საქართველოს მასშტაბით იმ ოჯახებს, რომლებსაც პროგრამული წესით შეუწყდათ სოციალური დახმარება, ისევ აღუდგებათ. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძის განაცხადა.

დახმარების ისევ აღდგენა შეეხებათ იმ ოჯახებს, რომლებსაც შესაბამისი სოციალური სტატუსი შენარჩუნებული აქვთ. მინისტრის განმარტებით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით და სოციალური კონტროლის დახმარებით, ორი თვის განმავლობაში შესაძლებელი იქნება დახმარების კვლავ მიღება.

ვის მოეხსნება სოციალური დახმარება – მთავრობა სოც. დაუცველებისთვის ახალ კანონპროექტს ამზადებს

“სოციალური დახმარების კონტროლი განახლდა არა 6 თვის წინ, არამედ აგვისტოს თვეში. ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს და მომდევნო 2 თვის განმავლობაში, ვისაც პროგრამულად შეუწყდა სოციალური დახმარება, მაგრამ მას შეესაბამება ის სტატუსი, რომელსაც ფლობს, აღუდგება სოციალური დახმარება”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები