მაშინ, როცა მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიაა, დასავლური მედია ბენ აფლეკისა და ანა დე არმასის სიყვარულის ისტორიას განიხილავს. წყვილი ბოლო დროს სულ უფრო მეტად ჩნდება ერთად და სიყვარულის დამალვასაც აღარ აპირებს. 47 წლის აფლეკმა და 31 წლის არმასმა ურთიერთობა ცოტა ხნის წინ დაიწყეს და მალევე გააოფიციალურეს.

ამჯერად შეყვარებულები პაპარაცებმა სანტა-მონიაკში, ქუჩაში სეირნობისას გადაიღეს. წყვილი ხელჩაკიდებული, ძაღლებთან ერთად სეირნობდა. მათ არ ეკეთათ ნიღბები და არც რაიმე დამცავი საშუალებები. როგორც ჩანს, დღეს მათთვის კორონაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05