LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით ჩვენ ამ კონკრეტული ეპიდტალღის პიკზე ვიყავით გუშინ – გიორგი კანდელაკი

425
BeFunky-collage

”მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის” ექიმი-ინფექციონისტი, გიორგი კანდელაკი, თავის ფეისბუქ გვერდზე, კორონავირუსის სტატისტიკასთან დაკავშირებით ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზს ავრცელებს.

კანდელაკი აღნიშნულ პროგნოზზე დაყრდნობით განმარტავს, რომ საქართველო ამ ეპიდტალღის პიკზე გუშინ იყო და Institute for Health Metrics and Evaluation-ის თანახმად, თუ უახლოეს 1-2 კვირაში ქვეყანაში ინფიცირების კლების ტენდენცია წამოვა, ეს არ იქნება შეზღუდვების დამსახურება და ასეთ ვითარებაში, მისი ვარაუდით რაც მალე მოიხსნება შეზღუდვები, მით უკეთესი იქნება.

“ვაშინგტონის უნივერსიტეტის “Institute for Health Metrics and Evaluation” – წარმოადგენს ერთერთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას ჯანდაცვის სტატისტიკური ანალიზის კუთხით. სწორედ მასთან თანამშრომლობს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მისგან ღებულობს კოვიდის ეპიდემიის პროგნოსტულ მაჩვენებლებს.

ამ ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით ჩვენ ამ კონკრეტული ეპიდტალღის პიკზე ვიყავით გუშინ.

ჩემის აზრით ეს პროგნოზი საკმაოდ ზუსტია. მართალია ისინი გაცილებით რთულ მათემატიკურ ალგორითმებს ეყრდნობიან, მაგრამ ემპირიული შეფასებითაც კი, თუ გავითვალისწინებთ სხვა ქვეყნების მრუდების თავისებურებებს და და ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსის იმუნოლოგიურ კვლევებში დაგროვილ ინფორმაციას, ზუსტად იგივე დასკვნის გამოტანა შეიძლება. და თუ ეს ასეა, მაშინ შეზღუდვების გამკაცრება უბრალოდ არაფერს მოიტანს გარდა ეკონომიკური კრიზის გაღრმავებისა.

გაითვალისწინეთ, რომ ყველა შეზღუდვის პირველი ეფექტი გამოჩნდება 2-3 კვირის შემდეგ, მანამდე არა (ეს დადასტურებული ჭეშმარიტებაა) ასე რომ, თუ უახლოეს 1-2 კვირაში ვნახეთ კლების ტენდენცია (შემთხვევების კლებას ვგულისხმობ, თორემ სიკვდილიანობის პიკი დაიგვიანებს 2-3 კვირა, როგორც ახასიათებს კოვიდს), ეს არ იქნება შეზღუდვების დამსახურება, არამედ დაადასტურებს Institute for Health Metrics and Evaluation – ის პროგნოზს და ასეთ ვითარებაში, ჩემის აზრით რაც მალე მოვხსნით შეზღუდვებს, მით უკეთესი იქნება.

P.S. შეცდომაში არ შეგიყვანოთ გამოვლენილი შემთხვევების ზრდამ, რადგან უახლოეს ხანს იგეგმება 2.5-ჯერ გაზრდა ტესტირების რაოდენობის; ამ გრაფიკზე საუბარია ინფიცირებულთა პროგნოზირებულ საერთო რაოდენობაზე და არა გამოვლენის რაოდენობაზე, რაც ცხადია ტესტირების ინტენსიურობაზეა დამოკიდებული)”,-განმარტავს კანდელაკი.

დღეს მთავრობის მიერ გამართულ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოში სრული “ლოქდაუნი” არ იგეგმება, თუმცა გაფართოვდება წერტილოვანი შეზღუდვები.

მთავრობის ეკონომიკური გუნდი, სავაჭრო ცენტრების, ქსელური მაღაზიებისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა 

სარესტორნო სფეროსთვის ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა სრული “ლოქდაუნის” ტოლფასია -რესტორნების ასოციაცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები