ნათია თურნავას თქმით, სავარაუდოდ, 6 ივლისიდან დაშვებული იქნება ისეთი საქმიანობები, როგორებიცაა: საგამოფენო საქმიანობა, ტრენინგები და კონფერენციები. შეზღუდვების მოხსნა ჯერჯერობით აუზებსა და ფიტნეს ცენტრებს არ ეხება.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, საქმიანობების განახლება შესაბამისი წესების დაცვით მოხდება.

„იცით, რომ საკმაოდ დიდი მოთხოვნა არის. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ვიზიტორები მოგვაკლდა, ჩვენი მოქალაქეებისთვის, სხვადასხვა ორგანიზაციის ეგიდით მოთხოვა იყო ტრენინგების, კონფერენციების, საქმიანი შეხვედრების ჩატარების, ვიმსჯელეთ და ვფიქრობთ, რომ ეს მოთხოვნა, რომელიც მოდის სასტუმროებიდან, საკმაოდ რაციონალური და სამართლიანია“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროტოკოლი, მცირე დაზუსტება დასჭირდება და უკვე ორშაბათამდე ეს ყველაფერი გამოქვეყნდება.

„გვრჩება კიდევ საქმიანობის გარკვეული მცირე რაოდენობა შეზღუდული, გვესმის ყველას პრობლემა, ეს არის ფიტნეს ცენტრები, აუზები, მაგრამ შედარებით მომატებული რისკის საქმიანობაა. შემდეგ ეტაპზე უკვე განვიხავთ ამ საქმიანობებზე შეზღუდვების მოხსნასაც ყველა პროტოკოლის დაცვით, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით ამაზე არ ვსაუბრობთ“,-განაცხადა თურნავამ.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05