LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეზღუდვების მოხსნას, რომ ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს, აგებს თუ არა ის პასუხს? – თენგიზ ცერცვაძე ზურაბ ჯაფარიძეს პასუხობს

168
BeFunky-collage

“ამ შეზღუდვების მოხსნას რომ ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს, აგებს თუ არა ის პასუხს?! მაშინ, დარწმუნებული ვარ, რომ ის სხვანაირად მოიქცევა. ის პასუხს არაფერზე აგებს, – ასე გამოეხმაურა ინფეციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „პალიტრანიუსის“ ეთერში „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივას, რომელიც ვირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზუდვების მოხსნას ითხოვს და საპროტესტო აქციას გეგმავს.

ცერცვაძე ამბობს, რომ შეზღუდვების მოხსნა არავის ეხალისება.

„მე მომხრე ვარ შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების, მოხსნის და ვნახოთ, რა დონეზე არ იქნება ეს ზიანის მომტანი ქვეყნისთვის. წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი ერთბაშად მოვხსნათ და ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობა ისეთი გახდეს, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში, ეს ხომ შემდეგ, უკან ბუმერანგივით მოგვიბრუნდება და გვაიძულებს, რომ ეკონომიკა ისევ ჩავკეტოთ. ვინმეს ჰგონია, რომ ეს შეზღუდვები ვინმეს ეხალისება, ან მოსწონს?!”,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, 1 თებერვლიდან ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება, ნაწილი კი პირველ მარტამდე გახანგრძლივდება.

რა შეზღუდვები მოიხსნება პირველი თებერვლიდან 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები