LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს FBI-ს ტრენერებმა გადამზადების კურსი ჩაუტარეს

73
შსს ტრენინგი ფბი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს FBI-ს ტრენერებმა გადამზადების კურსი ჩაუტარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, 5 დღიანი კურსის მიზანი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, თანამედროვე მეთოდების გაანალიზება და ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების გამოცდილების გაზიარება იყო.

„სწავლებას გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ტრენერები უძღვებოდნენ. ამერიკელმა სპეციალისტებმა ქართველ სამართალდამცველებს საცეცხლე მომზადების, ჩხრეკისა და შეღწევის თანამედროვე მეთოდების, ტაქტიკური მედიცინისა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები