LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინდისში წმ გიორგის სახელობის ტაძარი კახი კალაძემ ააშენა – გაუხმაურებელი ქველმოქმედება

711
BeFunky-collage (74)

თბილისთან ახლოს, შინდისში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია, რომელიც კახი კალაძემ საკუთარი სახსრებით ააშენა. ინფორმაცია დედაქალაქის მერიაში ,,ფორტუნას” დაუდასტურეს, თუმცა აქვე განმარტეს, რომ კალაძეს თავად არ ქონია სურვილი ქველმოქმედების შესახებ ინფორმაცია საჯარო ყოფილიყო.

,,შინდისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ნამდვილად კახი კალაძის ძალისხმევით და სახსრებით აშენდა, მაგრამ მას თავად არ ქონია სურვილი ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო გამხდარიყო” – აცხადებენ მერიაში.

2015 წელს ტაძრის გახსნას სხვა საპატიო სტუმრებს შორის, საქართველოს პარტიარქიც ესწრებოდა. მაშინ კალაძე ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა. სიტყვით მიმართვის დროს კალაძემ აღნიშნა, რომ ტაძარი იმ ბიჭების ხსოვნას ეძღვნება ვინც 2008 წლის ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპა. ,,ეს ტაძარი ამ ბიჭების ხსოვნას ეძღვნება” – თქვა  მაშინ კალაძემ.

ამავე ტერიტორიაზეა გადაღებული ფილმი ,,შინდისის გმირები.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები