LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,შიშით ცხოვრება ძალიან მოსაწყენია” – მილოშ ფორმანის ცნობილი გამონათქვამები

5731
მილოშ ფორმანი

„მეუბნებიან, რომ იყო ამერიკაში უცხო – ძალიან კარგია, რადგან უცხო იმ წვრილმანებს ამჩნევს, რასაც ადგილობრივი ვერასდროს დაინახავს. თუმცა, ძალიან არ მომწონს ასე მსჯელობა, რადგან ყველგან უცხოდ ვგრძნობ თავს. ჩეხური უკვე დამავიწყდა, ამერიკელი კი, ჯერ ვერ გავხდი და ალბათ, ვერასდროს გავხდები“ – აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში „ოსკაროსანმა“ რეჟისორმა მილოშ ფორმანმა, რომელმაც სწორედ ამერიკაში მოიპოვა მსოფლიო აღიარება ფილმით „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ .

fortuna.ge გთავაზობთ მილოშ ფორმანის ცნობილ გამონათქვამებს:

შიშით ცხოვრება ძალიან მოსაწყენია.

ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო გიჭირს მოძებნო ის, რაზეც დროის დახარჯვა ღირს.

სიმართლე ბანალურია, სწორედ მრავალფეროვნებისთის იტყუებიან ადამიანები გაუთავებლად.

ცენზურა საშიშია არაა, საშიშია ცეზურის გავლენა, რომელიც თვითცენზურას ბადებს.

ნიუ-იორკი ერთადერთი ქალაქია, რომელიც რეალობაში ბევრად უკეთესია, ვიდრე ღია ბარათზე.

არსებობს მდუმარება, რომლის აზრის ამოცნობა ჭეშმარიტების ამოცნობის ტოლფასია.

პოლიტიკოსების მსგავსად, პროდიუსერებიც ყოველთვის სენტიმენტალური ფილმების შექმნას ცდილობენ, რადგან მათ არა რეალური ცხოვრება, არამედ ტკბილი ზღაპარი სჭირდებათ.

სინამდვილეში, ძალიან მშიშარარა ვარ. გაბედვას მხოლოდ ფილმებში ვახერხებ, რეალურ ცხოვრებაში კი, ვცდილობ არასდროს გავრისკო.