LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიშველი და უმაკიაჟო დემი ლოვატოს ფოტოებმა ინტერნეტი “ააფეთქა”

187

შიშველმა და უმაკიაჟო დემი ლოვატომ Vanity Fair-ისთვის იპოზიორა. ფოტოსესიის მიზანი არ არის ყურადღების მიპყრობა – ლოვატოს უფრო „ხმამაღალი“ განაცხადი აქვს : „თუ შენი სხეული არ აკმაყოფილებს სილამაზის საერთო სტანდარტებს, მაინც შეგიძლია, გიყვარდეს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ“.

ფოტოებმა, რომლებმაც რამდენიმე საათში ინტერნეტი „ააფეთქა“, სპონტანურად გადაიღეს. დემიმ სურათების გადასაღებად Vanity Fair-ის ფოტოგრაფს მიმართა.

„ვგეგმავდი, გამომეშვა ალბომი Confident (დარწმუნებული), რომელიც, საბოლოოდ აჩვენებს, ვინ ვარ მე, ვაჩვენო ჩემი ნამდვილი, თავისუფალი სახე. რა იქნება, გადავიღო ფოტოსესია, სადაც ვიქნები რეალური, უმაკიაჟო, შიშველი, ლამაზი განათების გარეშე. მოდი გავაკეთოთ ეს ახლა და აქ, ჩემს ნომერში“-  განუცხადა ლოვატომ ფოტოგრაფს.

მან, ასევე Vanity Fair-თან ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა იმ პერიოდზე, როდესაც მას ბულიმია და ანორექსია აწუხებდა, ასევე ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსზე, რომელიც ჯო ჯონასთან დაშორების შემდეგ 2010 წელს ჩაუტარეს.

დემის ალბომი Confident 16 ოქტომბრიდან გაიყიდება.

demi03102015-2 (1) demi03102015-4 demi03102015-5 demi03102015-6

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები