LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შიშველი“ კენდალ ჯენერი საქართველოში გადაღებული ფილმის პრემიერაზე (ფოტო)

918

Chopard-ის წვეულებაზე გულახდილ სამოსში გამოსვლის შემდეგ, კენდალ ჯენერმა ფურორი კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე მოახდინა. 22 წლის მოდელი ევა ჰასონის ფილმის, „მზის გოგონების“ პრემიერას დაესწრო, რომელიც საქართველოს, საფრანგეთისა და ბელგიის კოპროდუქციაა. კენდალი პრემიერას ფრანგული მოდის სახლის, Schiaparelli-ის თეთრი გამჭვირვალე კაბით დაესწრო, რომელშიც  მოდელი საცვლების გარეშე გამოჩნდა. თამამი, დახვეწილი და სექსუალური – ასე შეაფასეს მედიაში 22 წლის ლამაზმანის ლუქი, რომლითაც ის პრემიერის გმირად იქცა. კენდალ ჯენერს Chopard-ის უძვირფასესი სამკაულიც ამშვენებდა.

რაც ეხება თავად ფილმს „მზის გოგონები“, მასზე ქართული საპროდიუსერო კომპანია 20 Steps Productions მუშაობდა. ფილმის გადაღებები კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები