LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შიშველსაც მიღებდნენ, დედაჩემი ზოგჯერ ამ გადაღებას ესწრებოდა” – მოზარდი, რომელიც პორნოგრაფიის საქმეში ფიგურირებს

1529
234

ახალი დეტალები პორნოგრაფიის საქმეში – გურიაში, ერთ-ერთმა მოზარდმა, რომელიც საქმეში ფიგურირებს, დაადასტურა, რომ ფოტოსესიებში მთლიანად შიშველსაც იღებდნენ.

12 წლის მოზარდის შიშველ ფოტოსესიას ხანდახან დედაც ესწრებოდა. როგორც თავად ამბობს, აფრთხილებდნენ, რომ ამის შესახებ არავისთან უნდა ესაუბრა. 

თბილისში არასრულწლოვნების პორნოგრაფიას იღებდნენ - დაკავებულია 11 პირი, მათ შორის ბავშვების მშობლები [ვიდეო]

დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, ტარდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები.

მოზარდი სოფლიდან თბილისში დედას ჩამოჰყავდა. დიდუბის ავტოსადგომიდან კი მისთვის უცნობ მამაკაცს ფოტოსესიაზე მიჰყავდა, სადაც სხვა მისი თანატოლებიც იმყოფებოდნენ.

„ფოტოებს კაბებში მიღებდნენ, საცურაო კოსტუმშიც და მერე ფოტოების გადაღება ტანსაცმლის გარეშეც დაიწყეს. შიშველსაც მიღებდნენ, ფოტოებსაც და ვიდეოებსაც.

დედაჩემი ზოგჯერ ამ გადაღებას ესწრებოდა. მამა არასდროს დასწრებია ჩემს ფოტოსესიას.

მაფრთხილებდნენ, რომ ეს არავისთვის მეთქვა, დედაც მაფრთხილებდა.

შიშით არ მეშინოდა, იმიტომ რომ მეუბნებოდნენ, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო,“ – განაცხადა მოზარდმა „ახალ კვირასთან“.

“8 წლისაა ბავშვი, რა სურათი უნდა გადაეღოთ” – პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულების მშობლები

მოზარდის ბებიას ნანახი აქვს, მხოლოდ ლამაზ კაბაში გამოწყობილი ბავშვის ფოტოები. მას უთხრეს, რომ ეს უცხოური ჟურნალებისთვის კეთდებოდა. ასეთი ინფორმაცია აქვს სხვა მოზარდების ახლობლებსაც. მათ ეგონათ, რომ ბავშვებს ტანსაცმლისა და საცვლების რეკლამისთვის იღებდნენ და ამბობენ, რომ მოზარდების მშობლებიც მსხვერპლები არიან.

საქართველოში არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების საქმეზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ შვიდ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 ოქტომბერს ჩაინიშნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები