LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეკრულობა ანუ ყაბზობა ბავშვებში – ეკა უბერი სიმპტომებზე, მიზეზებსა და გამოსავალზე

330
ekauberi2021

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ეკა უბერმა ლაივ ჩართვაში ბავშვთა ასაკის ისეთ აქტუალურ პრობლემაზე ისაუბრა, როგორიცაა ყაბზობა.

შეკრულობა ანუ ყაბზობა, ეს გახლათ ნაწლავის დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლა. ის საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და პედიატრთან მიმართვიანობის 3-5 პროცენტს წარმოადგენს. ყაბზობის მქონე ბავშვობის უმრავლესობას ფუნქციური შეკრულობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეკრულობას არ უდევს საფუძვლად რაიმე სამედიცინო პრობლემა. ეს მოწესრიგდება დიეტის, საპირფარეშოს უნარ-ჩვევების მოწესრისგების, ან რიგ შემთხვევაში, მედიკამენტების ჩარევის შემდეგ. ბავშვებში ნაწლავთა მოქმედების ნორმა დამოკიდებულია ასაკზე და კვების თავისებუბრებებზე. მაგალითად, 1 კვირამდე ასაკის ახალშობილთა უმეტესობას ნაწლავთა მოქმედება დღიურად ოთხჯერ ან მეტი აქვს. პირველი სამი თვის განმავლობაში განსაკუთრებით ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვების ნაწლავთა მოქმედება შესაძლოა არ აღემატებოდეს კვირაში 1-ს , 2 წლის ბავშვს უკვე მოზრდილის მსგავსად, მინიმუმ ერთხელ აქვს ნაწლავთა მოქმედება.

თუ ბავშვს ნაწლავთა მოქმედება უფრო იშვიათი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ, ასევე თუ განავლოვანი მასები მყარია, დეფეკაცია მტკივნეულია, საცვალი ისვრება, მაშინ საქმე გვაქვს ყაბზობასთან. ფუნქციური ყაბზობა ბავშვთა ასაკში სამ ძირითად პერიოდს ემთხვევა. როდესაც კვების რაციონში შემოდის დამატებითი კვება, როდესაც ყალიბდება საპირფარეშოს გამოყენების უნარ-ჩვევები და ასევე, სკოლაში შესვლის პერიოდში.

რით დავეხმაროთ ბავშვს ყაბზობისას. მწვავედ განვითარებული ყაბზობის დასარეგულირებლად საკმარისია კვებითი კორექცია, დიდი რაოდენობით სითხეები, უჯრედისით მდიდარი კვება, ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული და ასევე, საპირფარეშოს წესების გამომუშავება. ეს გულისხმობს, ერთი და იგივ დროს დღის მანძილზე, საპირფარეშოში შესვლას. თუ ზემოთხსენებული ღონისძიებები ვერ აგვარებს პრობლემას, ამას ემატება მედიკამენტური თერაპია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები