LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შმაქსისტები ფულადი ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ

137
IMG-20191223-105240

„გირჩის“ მიერ შექმნილი კომპანია „შმაქსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს. „შმაქსის“ მძღოლები ფულადი ჯარიმების გაუქმებას მოითხოვენ. მათი თქმით, 200-ლარიანი ჯარიმები 80-მდე „შმაქსის“ მძღოლს დაეკისრა. შეკრიბილების განმარტებით, მათ ამ მოთხოვნით შსს-ს უკვე მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს.

გირჩი შმაქსებზე ნადირობის შეწყვეტას ითხოვს

გირჩმა შმაქსისტებთან ერთად ტაქსების რეფორმის წინააღმდეგ აქცია მოაწყო.

ადგილზე „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იმყოფება. მისი თქმით, დედაქალაქის საკრებულომ ტაქსით გადაყვანის ნებართვის შესახებ მუხლი ჩუმად დააკორექტირა, რაც ტაქსის ნიშანთან მიმსგავსებული ტრაფარეტის გამოყენების აკრძალვას გულისხმობს. დადგენილების ჩასწორების საფუძველზე რამდენიმე ტაქსისტი უკვე დაჯარიმდა. ჯაფარიძის მოთხოვნით, „შმაქსის“ მძღოლებს იანვრის ბოლომდე ტრაფარეტების შესაცვლელად ვადა უნდა მიეცეთ.

 „ეს ცვლილება დადგენილებაში შეიტანეს ჩუმად და ნებისმიერი ნიშანი, რომელიც ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ გავს ტაქსის ნიშანს, შეიძლება გახდეს დაჯარიმების საფუძველი და ახლა ამ წინასაახალწლოდ დაერივნენ შმაქსისტებს. ვითხოვთ პირველ რიგში მაგ ჯარიმების გაუქმებას და მეორე, ამ რეგულაციების საერთოდ ჩახსნას“, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

„გირჩის“ ცნობით, ისინი „შმაქსის“ წინააღდეგ დაწყებულ პოლიტიკურ ბრძოლას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად, შსს-ს შენობასთან, თბილისის  საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილიც მივიდა.

 

პოპულალურები