LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შორიდან ნაგავს თუ ესვრი და ვერ ჩააგდებ, ეს ნაგვის ურნა გიმახსოვრებს და რამდენჯერაც გვერდით ჩაუვლი შუა თითს გიჩვენებს – ნიკა მელია

627
BeFunky-collage (42)

თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებას ილია ჭავჭავაძის გამზირზე თანამედროვე ნაგვის ურნებთან დაკავშირებით ნიკა მელია გამოეხმაურა.

კალაძის 32 000 ლარიანი ნაგვის ყუთის ძირითადი მახასიათებელია:

შორიდან ნაგავს თუ ესვრი და ვერ ჩააგდებ, ეს ნაგვის ურნა გიმახსოვრებს და რამდენჯერაც გვერდით ჩაუვლი – შუა თითს გიჩვენებს”,- წერს ნიკა მელია.

ნაგვის ურნები განხილვის თემაა. კახა კალაძე თითო ნაგვის ურნაში 31 700 ლარს იხდის. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მონტაჟდება სპეციალიზებული ურნები, რომელიც ავტომატიზებულია და არის თანამედროვე.

„ეს არის მიწისქვეშა ურნები, რომლებიც არის სიახლე. ეს არის საპილოტე პროექტი, რომელსაც პირველად ვახორციელებთ ჭავჭავაძის გამზირზე. ეს არ არის უბრალო სანაგვე ურნები, ეს არის სპეციალიზებული ურნები, რომლებიც ავტომატიზებულია და არის თანამედროვე. ეს არის სიახლე, რომელიც იქნება განთავსებული მიწის ქვემოთ და დღეს, თუ ყოველდღიურად უწევს „თბილსერვისს“ ნაგვის გატანა, ამ კონკრეტული პროექტის განხორციელების შემთხვევაში შეიძლება, კვირაში ერთხელ მოუწიოს. ავტომატურად მიდის შეტყობინებები, როდესაც ნაგვის ურნები იქნება გადავსებული. იქნება დახურული, ვერც სუნი შეგვაწუხებს, არც ვიზუალური მხარე და ვფიქრობ, ძალიან მაგარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

https://www.facebook.com/nick.melia.165/posts/10162567759105167

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები