ფეხბურთელები, ტყუპები შოთი და აჩი არველაძეები ჩინური წარმოების “სინოფარმის” ვაქცინით აიცრნენ.

ძმებმა ვაქცინა ცოტა ხნის წინ  ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში გაიკეთეს.

 

ფოტო: მთავარი არხი

 

შეგახსენებთ, ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.

ამ დროისთვის მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს “ასტრაზენეკას”, “ფაიზერისა” და “სინოფარმის” ვაქცინებით.

დღევანდელი მონაცემებით, სულ ვაქცინირებულია – 67 136 ადამიანი, დღიურად აცრილთა რიცხვი კი 4 689-ია.

სრულად ვაქცინირებულია 11 504 ადამიანი.

 

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები