LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 214 ლარამდე გაიზარდა – საქსტატი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

76
საარსებო მინიმუმი

2021 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 8.9 ლარით გაიზარდა. საქსტატმა დღეს საარსებო მინიმუმის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 214.5 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2021 წლის მაისში ეს მაჩვენებელი 205.6 ლარი იყო.

2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 27.9 ლარით არის გაზრდილი. შარშან ივნისში საარსებო მინიმუმი 186.6 ლარს შეადგენდა.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, ივნისში მაისთან შედარებით, 7.9 ლარით მოიმატა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმაც და 182.1 ლარის ნაცვლად 190 ლარი გახდა. რაც შეეხება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან ივნისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 165.3 ლარს შეადგენდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები