LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაცვის პოლიციელი ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით გამოკითხეს

111

შსს დაცვის პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის გენერალურ ინსპექციაში დაბარებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, დაცვის პოლიციის თანამშრომელმა 21 ივლისს სამსახურში მიაკითხა მეუღლეს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

„დაცვის პოლიციის თანამშრომლის მიმართ, მისი მეუღლის განცხადების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში 2018 წლის 21 ივლისს დაიწყო გამოძიება მუქარის ფაქტზე. პირმა 21 ივლისს სამსახურში მიაკითხა მეუღლეს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. პოლიციამ გამოძიების დაწყების პარალელურად იმავე დღეს გამოსცა შემაკავებელი ორდერი.

ფაქტთან დაკავშირებით  გამოკითხვის მიზნით პოლიციელი დაბარებული იქნა გენერალურ ინსპექციაში, სადაც ის პროტესტის ნიშნად მოიქცა აგრესიულად, საკუთარი ხელით დაიხია სამხრეები და მოითხოვა შენობის დატოვება, რისი საშუალებაც მისცეს სამინისტროს თანამშრომლებმა,” – ნათქვამია განცხადებაში.

შინააგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ დაცვის პოლიციის თანამშრომელს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„გავრცელებული ინფორმაცია გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მხრიდან მისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ სამინისტროს მკაცრი პოლიტიკის გათვალისწინებით, ემსახურება დისციპლინური და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან თავიდან არიდების მიზანს. სამინისტრო იმოქმედებს კანონის ფარგლებში როგორც მოქალაქეების, ისე პოლიციელების მხრიდან სამართალდარღვევის შემთხვევაში და მათ მიმართ გაატარებს შესაბამის ზომებს,”- აცხადებენ სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები