შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაქვი-ქობულეთის გზის გადაკეტვას უარყოფს. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის ხის გადატანის გამო თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ჩაკეტილი იყო ჩაქვი-ქობულეთის დამაკავშირებელი გზა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რადგან გზაზე ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

ასწლოვანი მაგნოლიის გადატანის გამო ადგილობრივები გადაადგილებას რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, ჩაქვი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მსგავსი თემები