LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ქურდობის საქმეზე არის დაკავებული

219

კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ქურდობის საქმეზე არის დაკავებული – ამის შესახებ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

მამუკა ჭელიძის თქმით, საფრანგეთის სამართალდამცავი უწყებები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ. მისივე თქმით, გამოძიება ამ დრომდე გრძელდება და საქმის შესახებ მეტი ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

 

https://www.facebook.com/PrimeTimeMagazine/videos/2168636343153223/

 

შეგახსენებთ, 18 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, სპეცოპერაციის შედეგად საფრანგეთში 23 ქართველი, მათ შორის “კაბუ” და ე.წ. “კანონიერი ქურდები” დააკავეს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები