შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამა გიორგი სხილაძის სატელევიზიო სკანდალური განცხადების შემდეგ, მის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურამ შსს-ს  მასალები გადაუგზავნა.

უწყების ცნობით,  გამოძიება 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს.

მამა გიორგი სხილაძემ საქართველო მეუღლესთან ერთად უკვე დატოვა.

მღვდელმსახურმა  80-იან წლებში სასულიერო სემინარიის რექტორი, ამჟამად წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე შიოშვილი, სასულიერო აკადემიის სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მამა გიორგის თქმით, სწორედ ამის შემდეგ მიიღო წერილი, რომელშიც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

 

მსგავსი თემები