“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ოფისთან „შეცვალე“ და „სირცხვილიას“ წევრები აქციას მართავდნენ. მოგვიანებით, იქ „ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. „სირცხვილიას“ წევრების ინფორმაციით, დაშავებულია აქციის 5 მონაწილე.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახა ბუხრაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” ოფისთან განვითარებული მოვლენებისას პოლიციას არავინ დაუკავებია.

„ქართული ოცნების” ოფისთან იმყოფებოდა სხვადასხვა აზრის მქონე ორი მხარე. ორივე მხარე საკუთარი აზრის გამოხატვას ცდილობდა. მათ შორის მოხდა კონფლიქტი. არავინაა დაკავებული. პოლიცია ადგილზე იცავს საზოგადოებრივ წესრიგს“, – განაცხადა ბუხრაძემ.

 

მსგავსი თემები