LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს რუსთავში სკოლის მოსწავლეზე ადევნებას გარყვნილი ქმედების მუხლით იძიებს

shss

პოლიცია რუსთავში მომხდარ სავარაუდო გარყვნილი ქმედების ფაქტს იძიებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მეშვიდე კლასელ გოგონას, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სკოლაში მიდიოდა, მამაკაცი აედევნა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.