LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს 10 თანამშრომელი „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვეს: ვინ მიიღო მედალი

126
756267230

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 10 თანამშრომელი მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვეს.

დღეს პოლიციის დღეა: შსს მინისტრმა და პრემიერმა გარდაცვლილი პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს [ვიდეო]

ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა.

„მე მინდა მოგილოცოთ ყველა თქვენგანს პროფესიული დღე, პოლიციის დღე, არამარტო თქვენ, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, დაწყებული რიგითიდან – ხელმძღვანელით დამთავრებული. ეს სამი თვე, საგანგებო რეჟიმზე ვიყავით გადასული, ვართ კიდევაც, ვაგრძელებთ. თვეები ოჯახში არ ყოფილხართ, ადგილებზე იყავით დარჩენილი, თითქმის ყველა რეგიონში. იყო შემთხვევები, როდესაც შვილი შეეძინათ, ერთ-ერთი გვყავს – სულხანი და დიდი ხნის განმავლობაში ნანახი არ ჰყავდა შვილი. ვიცით, რა სამსახურსაც ეწევით, თქვენს ჯანმრთელობას, ყველაფერს რისკავთ ისევ ჩვენი მოქალაქეების გადასარჩენად. ძალიან ბევრი გააკეთეთ, არ მინდა, რომელიმე გამოვყო, ყველა დანაყოფი იყო ჩართული და მე მინდა, მადლობა გითხრათ, ყველას მოგილოცოთ კიდევ ერთხელ, წარმატება გისურვოთ, ჯანმრთელობა. ვიცით, თუ რა სამსახურია – წლებია, მეც დიდი ხანია უკვე ამ სტრუქტურაში, ამ სისტემაში ვარ, ოჯახში უვნებლად დაბრუნებას გისურვებთ ყოველთვის. რაც ყოველთვის მძიმეა ჩვენი სამინისტროსთვის, ქვეყნისთვის, ერთი პოლიციელის დაკარგვაც უმძიმესია ჩვენთვის. ამიტომ ჯანმრთელი და მშვიდობიანი დაბრუნებულიყავით ყოველთვის თქვენს ოჯახებში. გილოცავთ კიდევ ერთხელ” – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ I ხარისხის მედალი – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ ლაშა გოგნიაშვილს პირადად გადასცა. II ხარისხის მედალი – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ კი გადაეცათ სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლებს: საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი – ოთარ ჭელიძე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ – ავთანდილ ჩიტაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – მანუჩარ მარგიანი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – ალექსანდრე ბირთველიშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი – რამაზ თარაშვილი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი – ბაკურ კურტანიძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტი – ტარიელ ალავიძე, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი – ალექსანდრე დადიანიძე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი – კარლო ურუშაძე.

პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამინისტროს 5000-მდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები