LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს დაინფიცირებული თანამშრომლები: სწორია თუ არა რაოდენობა, რომელიც უწყებამ გაასაჯაროვა

1624
BeFunky-collage - 2020-09-21T144902.818

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უწყების 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აქვე განმარტებულია, რომ Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომელს. დაინფიცირებულთა შემთხვევები შემდეგნაირად განანაწილდა:

2 შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში;

3 შემთხვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სახაზო სამსახურში;

1 ფაქტი დადასტურდა ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში;

1 შემთხვევა გამოვლინდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში;

1 შემთხვევა დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურში;

2 შემთხვევა დადასტურდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში.

1 შემთხვევა გამოვლინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში – დაცვის პოლიციის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოში.

კორონავირუსი დაუდასტურდა განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს თანამშრომელს სამეგრელოში. 

 

სამეგრელოში თანამშრომლის დაინფიცირებაზე შსს-ს განცხადებისგან განსხვავებით, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთზე მეტი პირია დაავადებული. “ფორტუნას” ინფორმაციით, აღნიშნულ სამსახურში ბოლო 24 საათის განმავლობაში ორ პირს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი. მათთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, ამავე უწყებაში, კიდევ ერთი დაინფიცირებული ჰყავდათ. მასთან ახლო კონტაქტში მყოფი რამდენიმე პირი კარანტინში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ პირველ და მეორე დაინფიცირებულების წყარო სხვადასხვაა.

“შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობებს კი, სადაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, სრული დეზინფექცია ჩაუტარდა. ცამეტივე თანამშრომელს უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მათი მდგომარეობა სტაბილურია”, – აცხადებენ შსს-ში.