LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების ბაზას ქმნის

57
shss

ახალი კანონის საფუძველზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთავრობას უკვე წარუდგინა, სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების ბაზა იქმნება.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული კანონი უახლოეს დღეებში პარლამენტს გადაეგზავნება.

,,აღნიშნული კანონში საუბარია იმაზე, რომ მოვახდინოთ პრევენცია, განსაკუთრებით კი მოზარდების მიმართ სექსუალურ ძალადობის შემთხვევებზე, რადგან არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის მაჩვენებელი გაზრდილია. ეს ძირითადად განპირობებულია მიმართვიანობის მაჩვენებლის ზრდით. სულ უფრო მეტი მოზარდი, ოჯახი, მასწავლებელი, ფსიქოლოგი, მანდატური მოგვმართავს, რაც ასე ვიტყვი, რომ დადებითი ტენდენციაა, რადგან ამ პრობლემასთან დაკავშირებით ცნობიერების დონე ამაღლდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება ბაზა, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სექსუალური მოძალადეების ქცევა ვაკონტროლოთ მას შემდეგ რაც ისინი სასჯელს მოიხდიან,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა კონტროლის მექანიზმზეც და აღნიშნა, რომ მონიტორინგი მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა არ იქნება.

,,კონტროლის ფუნქცია ექნება არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ შესაბამის უწყებებს კომპეტენციის ფარგლებში. მაგალითად, კანონი ითვალისწინებს ასეთი პირებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლების შეზღუდვას, თუ სასამართლო ასეთ შეზღუდვას გამოიყენებს, ეს იქნება განათლების სამინისტროს მონიტორინგის სფერო. თუ მაგალითად, სასამართლო გამოიყენებს გარკვეულ ადგილზე მისვლის ან ყოფნის შეზღუდვას, ეს იქნება შსს-ს მონიტორინგის სფერო,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები