LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს თბილისში უკრაინის 7 მოქალაქის დაკავებას ადასტურებს

police-1513887975

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე უკრაინის 7 მოქალაქის დაკავებას ადასტურებს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ დაკავების ოპერაცია თბილისში, გამთენიისას, სასტუმრო “ალიანსში” ჩატარდა. დაკავებულთა შორისაა უკრაინაში, დონბასში მებრძოლი ქართველი ლუკა ჩხეტია. მისი ოჯახი ამბობს, რომ ჩხეტია დღეს, 15:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა. ისინი ჩხეტიას დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ.

ლუკა ჩხეტია, ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში, დონბასში იბრძოდა. მანადე ის ავღანეთში სამშვიდობო მისიით ორჯერ იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები