LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შტორმისას 3 მოზარდი გადაარჩინა, სტუდენტის სტატუსი შეუწყდა, მაგრამ გადასახადისგან გაათავისუფლეს”

387
mamuka xiladze

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილი საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი თეა პერტაია 25 წლის მამუკა ხილაძეზე წერს.

ახალგაზრდამ რომელიც 3 მოზარდი გადაარჩინა, სწავლის გადასახადის შეგროვება წელს ვეღარ შეძლო, თუმცა მისი გმირობის ამბავი სასწავლებელში შეიტყეს და გადასახადისგან გაათავისუფლეს.

“მაშველი არაა, მაგრამ ადამიანები უყვარს…

მეზღვაური არაა, მაგრამ აპირებს…

აგვისტოში, შტორმისას 3 მოზარდი გადაარჩინა…

ოთხსულიანი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია… საზღვაო სასწავლებლის სტუდენტი სწავლის საფასურს 2 წლის განმავლობაში შეზლონგების გაქირავებით იხიდიდა, თურქეთში თხილის საკრეფადაც დადიოდა… მესამე კურსის გადასახადი ვეღარ შეაგროვა… სტუდენტის სტატუსი შეუწყდა…

როცა მისი თავგაწირვის ამბავი სასწავლებელშიც შეიტყვეს, გადასახადისგან გაათავისუფლეს.

მიყვარს ასეთი კეთილი ისტორიები ჩუმ გმირებზე და მათზეც, ვინც ხედავს…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები