LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შუა გაკრეფილი იქნება, სანამ ვინმე გმირი მზეჭაბუკი არ გამოჩნდება”

251

პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი არჩევნების წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით  სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს

არჩევნების შედეგები მოკლედ რომ შევაჯამო, რეალობა არის ასეთი:

ამ ქვეყანაში უმრავლესობას ეს ხელისუფლება ურჩევნია სხვა პოლიტიკურ ძალებს თუნდაც ნაკლები ბოროტების პრინციპით.

იმ უმცირესობაში, ვისაც ეს ხელისუფლება არ ურჩევნია ყველა სხვას, აბსოლუტური უმრავლესობა არის ნაცორიენტირებული, რომელთაგან ნაწილი ნაცმოძრაობის მომხრეა, ნაწილი ევროპული საქართველოსი, მაგრამ ეს ელექტორატი ძირითადად ისაა, ვინც 2014-ში და 2016-ში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დაუჭირა მხარი და ვინც ასეთი არაა, ის ნაცების მმართველობას მაინც ნაკლებ ბოროტებად მიიჩნევს.

მოკლედ, შუა არის წარმატებით გაკრეფილი და ასე იქნება მანამ, სანამ ვინმე მორიგი გმირი მზეჭაბუკი არ გამოჩნდება, რომლის ნათელი ნაკლები ბოროტების ამომრჩეველ ნაცსა და ქოცს თანაბრად მოეფინების.

მანამდე კი გვექნება კვლავ ცხრაწელმოძულეთა და ცხრაწელმოყვარეთა დუელი ალაგ-ალაგ და აქეთ-იქით გადაპორტირებებით.

რომ ვთქვა, აღფრთოვანებული ვარ ამ რეალობით თქო, არ ვიქნები გულწრფელია, მაგრამ ასეა.

https://www.facebook.com/david.zurabishvili/posts/10214295352602822?pnref=story

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები