LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუადღის ძილი გულის შეტევის რისკებს ამცირებს – მეცნიერების კვლევა

199
18251382-7443667-image-a-12-1568030117968

შვეიცარიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ იმ ზრდასრულ ადამიანებში, რომლებიც კვირაში ორი დღის განმავლობაში მაინც შუადღისას იძინებენ, გულის შეტევის განვითარების რისკები საგრძნობლად დაბალია.

კვლევების თანახმად ზრდასრულებს, რომლებიც კვირაში ორ დღეს მაინც იძინებენ შუადღისას, 48%-ით ნაკლები შანსი აქვთ, დაემართოთ გულის შეტევა.

ძილის ნაკლებობა ზრდის ათეროსკლეროზის განვითარების ალბათობას, რაც ინფარქტის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ძილის იდეალურ ხანგრძლივობად მეცნიერები რვა საათს ასახელებენ, შუადღის ძილი კი დამხმარე როლს ასრულებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

კვლევის ფარგლებში, ლოზანას უნივერსიტეტის ჰოსპიტალში 5 წლის განმავლობაში 3400 ადამიანს აკვირდებოდნენ, რომელთა ასაკიც 35-75 წელს შეადგენდა. მედიკოსების ჯგუფი აკვირდებოდა ღამის ძილის ხანგრძლივობას, სისხლის წნევას და ქოლესტერინის დონეს.

კვლევის ავტორის, დოქტორ ნადინ ჰოზლერის თქმით, გულის შეტევის რისკი მაინც შედარებით მაღალია 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში, მიუხედავად იმისა ,იძინებენ თუ არა ისინი შუადღით, დანარჩენებს კი დღის განმავლობაში ორსაათიანი ძილიც კი დადებით სამსახურს გაუწევს.

კვლევა გამოქვეყნდა ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში „Heart“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები