რა შეიძლება იყოს უკეთესი ვიდრე ოთხ ბორბალზე გატარებული შვებულება. ასეთ დროს არც რეისის თუ სასტუმროს დაჯავშნა არაა საჭირო, არც დროში ხარ შეზღუდული და ყველა ლოკაციაზე იმდენ დროს გაატარებ, რამდენიც მოგესურვება. ავტომობილით მოგზაურობის დროს შესაძლოა გეგმასაც გადაუხვიო და ახალ-ახალი მარშრუტები გზადაგზა დაამატოთ.

ბრიტანულმა ტურისტულმა სააგენტომ Trailfinders მსოფლიოს ყველაზე განსაკუთრებული საავტომობილო მარშრუტები მოაგროვა და საინტერესო რეიტინგიც ასე შედგა.

ყველაზე საოცარ გზათა პირველ ადგილს შტატები და კალიფორნიაში მდებარე „შასე ნომერი 1“ იკავებს. მას ფეხდაფეხ ავსტრალიური მარშრუტი მოყვება, თვალწარმტაცი გზა სიდნეიდან ბრიზბენის მიმართულებით ოკეანეს მიუყევება.

მესამე ადგილს სამხრეთ აფრიკაში მდებარე 300 კმ. სიგრძის მაგისტრალი იკავებს, ყველაზე მწვანე მარშრუტს ადგილობრივები „ბაღების გზას“ ეძახიან. მეოთხე ადგილს ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატში მდებარე „დიდი ოკეანის გზა“ იკავებს.

საუკეთესო საგზაო მარშრუტების ხუთეულს ლეგენდარული Route 66 ასრულებს, მაგისტრალი შტატებს ლამის მთელ ტერიტორიაზე კვეთს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ სპეციალისტებმა პოპულარული სოციალური ქსელი “ინსტაგრამი” შეისწავლეს და ყველაზე პოპულარული გზა ამერიკული Route 66 აღმოჩნდა. გზა რომელიც ჩიკაგოში იწყება – კალიფორნიაში სრულდება და მოგზაურთა განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს.

 

 

მსგავსი თემები