LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვებულებამდე სანახავი ზაფხულის 5 ჰიტი – რჩეული ფილმები

357
summer-movies

ზაფხულის არდადეგების შესახებ უამრავი ფილმი გვახსენდება, თუმცა ყველაზე რეიტინგული ფილმების სიაში ის კინოსურათები შევიდა, რომელიც მაყურებელმა არაერთხელ ნახა. ეს ის ფილმებია, რომელიც განსაკუთრებულად ზაფხულში ძალიან სასიამოვნო სანახავია და მხოლოდ პოზიტიურად განგაწყობთ.

fortuna.ge-მ შეარჩია 5 არაჩვეულებრივი საზაფხულო ფილმი, რომელიც მანამ უნდა ნახოთ, სანამ შვებულებას დაგეგმავთ.

,,მამა მია”

ლეგენდარული შვედური ჯგუფის, ABBA-ს მუსიკის მიხედვით გადაღებული ულამაზესი ფილმი, რომელმაც ლეგენდარული ჯგუფის მუსიკას ახალი სიცოცხლე მისცა. ეს გახლავთ რეჟისორ ფილიდა ლოიდის მიერ გადაღებული ფილმი, რომელიც საბერძნეთის კუნძულებზე გადაიღეს. ფილმმა შეკრა მსახიობთა უძლიერესი შემადგენლობა და არაჩვეულებრივი სიუჟეტი. ბევრი მუსიკა, მერილ სტრიპის ქორეოგრაფია, გასაოცარი ბუნება და ცხელი ზაფხული – ეს ფილმია, რომელიც პირველ რიგში უნდა ნახოთ.

,,უბის წიგნაკი”

ნიკოლას სპარკსის რომანის მიხედვით გადაღებული რომანტიკული მელოდრამა, რეიჩელ მაკადამსისა და რაიან რეინოლდსის მონაწილეობით. ფილმი მოხუცებულთა თავშესაფარში მყოფი მამაკაცისა და ალცჰაიმერით დაავადებული ქალის ისტორიით იწყება, სადაც კაცი ქალს უბის წიგნაკს უკითხავს. ასე იშლება წყვილის  ულამაზესი სიყვარულის ისტორია, რომელსაც მაყურებელი წარსულში გადაჰყავს. ულამაზესი პეიზაჟები, ზაფხული, ბევრი სიყვარული და სევდიანი მომენტები, ეს ფილმი ზაფხულის მთავარი ჰიტია.

,,50 პირველი კოცნა”

პიტერ სიგალის ძალიან რომანტიკული საზაფხულო ფილმი,სადაც მთავარ როლებს ადამ სანდლერი და დრიუ ბერიმორი ასრულებენ. ფილმი ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ გვიყვება, რომელიც გაიცნობს გოგონას, რომელსაც ავტოკატასტროფის შემდეგ, ყველაფერი ავიწყდება. ყოველდღე ის ისე იღვიძებს, რომ წინა დღეს მომხდარი მოვლენები არ ახსოვს. ამიტომ მამაკაცი გადაწყვეტს, ყველაფერი ჩაწეროს ვიდეოკამერაზე და ასე გააცოცხლოს მეხსიერება.

,,ტოსკანის ცის ქვეშ”

ცნობილი მწერლის ისტორია, რომელიც ქმართან განქორწინების შემდეგ იტალიაში მიემგზავრება. დაძაბული და დეპრესიული სამუშაო წლის შემდეგ, მთავარი გმირი აღმოჩნდება ტოსკანის ულამაზეს ბუნებაში და სახლში, რომელიც მალე მისი საკუთრება ხდება. დაიან ლეინის მონაწილეობით გადაღებული ეს ფილმი წელიწადის ნებისმიერ დროს სასიამოვნო სანახავია, მაგრამ ტოსკანაში ზაფხული, მაინც სულ სხვაა.

,,წერილები ჯულიეტას”

ჰარი ვინიკის რომანტიკული კომედია ამანდა სეიფრიდის მონაწილეობით. ფილმი ნიუ-ორკელი ჟურნალისტის ისტორიას გვიყვება, რომელიც რომანის დაწერაზე ოცნებობს. ის იტალიური რესტორნის გახსნის იდეითაა შეპყრობილი და მეტი შთაბეჭდილებებისთვის ვერონაში მიემგზავრება. იქ ამანდა სეიფრიდის გმირი იპოვის ჯულიეტას სახლს და სახლის კედელზე წერილების სერიას, სადაც შეყვარებული ადამიანების და დაკარგული სიყვარულის ამბავს ამოიკითხავს, ასე გადაწყვეტს ახალგაზრდა ჟურნალისტი წერილის ავტორების მოძიებას და თავადაც ახალ სიყვარულს იპოვის.