LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიაში, ერთ-ერთ სახლში მძინარე ქართველი ქურდები ნახეს

800
aaaaaaaaa

შვეიცარიაში, ქალაქ პიან სან ჯაკომოში, ერთ-ერთ სახლში მძინარე ქართველი ქურდები ნახეს. ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიული მედია ავრცელებს.

მეზობლებმა ღამით საეჭვო პირები შეამჩნიეს, რომლებიც ერთ-ერთ სახლში შესვლას ცდილობდნენ. მათ ამის შესახებ მეპატრონეს შეატყობინეს. დილით ადგილზე მისულმა შვეიცარიელმა სახლში ორი მძინარე ქურდი ნახა. ქურდებმა გაქცევა სცადეს თუმცა, პოლიციამ მათი დაკავება შეძლო.

გამოძიების ცნობით, საქართველოს 19 და 26 წლის მოქალაქეებს ბრალი რამდენიმე სახლის გაქურდვაში წაუყენეს. გამოძიება გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები