LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიაში, ზამთრის კურორტზე, ზვავში სულ მცირე 12 მოთხილამურეს ეძებენ

199
შვეიცარიის ზამთრის კურორტი

შვეიცარიაში, ზამთრის კურორტ კრან-მონტანაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე, 12 მოთხილამურეს ეძებენ. ამის შესახებ შვეიცარიული მედია იუწყება.

პოლიცია ადასტურებს, რომ ზვავი ადგილობრივი დროით 14:15 საათზე ჩამოწვა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თოვლის ქვეშ, სავარაუდოდ, 10-12 ადამიანია მოყოლილი. თუმცა, მათი ზუსტი ოდენობა არ არის დაკონკრეტებული.

ერთ-ერთი მაშველის განცხადებით, მსხვერპლი, შესაძლოა, 15-ზე მეტი იყოს. დაკარგულებს ორი ვერტმფრენი და მაშველთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი ეძებს. სამაშველო ოპერაციაში სამხედროებიც მონაწილეობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები