LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიის მთავრობას ერთ-ერთმა რუსმა მილიარდერმა სოციალური შემწეობის მიღებისთვის მიმართა, აბრამოვიჩის მოჩვენებითი აქტიურობა კი აშშ-ს მობეზრდა

253
ipiccy_image

აშშ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს. მობეზრდათ, ალბათ, მისი მოჩვენებითი აქტიურობა ფსევდო მოლაპარაკებებზე, – ამის შესახებ კომპანია „ჯეპრა“-ს მმართველი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი აცხადებს. ის საზოგადოებას რუსეთში არსებულ ვითარებას აცნობს და სოციალურ ქსელში ვრცელ მიმოხილვას აქვეყნებს, სადაც საუბარია ასევე რუს მილიარდერებზე.

გალუმაშვილის ინფორმაციით, საფრანგეთმა უკვე დააპატიმრა გენადი ტიმჩენკოს  და არკადი როტენბერგის ყველა აქტივი. გერმანიამ ალიშერ უსმანოვის ვილები დააყადაღა. შვეიცარიის მთავრობას ერთ-ერთმა რუსმა მილიარდერმა სოციალური შემწეობის მიღებისთვის მიმართა. ოლეგ დერიპასკას და იგორ კესაევს კვიპროსმა მოქალაქეობის “ოქროს პასპორტები” ჩამოართვა.

„კარგი ამბები რუსეთიდან: შემდეგი 2 წელი უმძიმესი იქნება, აიტი სპეციალისტები გაიქცნენ, ავტომობილები ბელგიის პორტში გაიჭედა, კინოთეატრები იხურება“ – სოსო გალუმაშვილი

ამასთან, „ჯეპრა“-ს მმართველი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტი წერს, რომ რუსეთის გენპროკურორმა, სოკოლოვმა მოითხოვა, კრიპტოვალუტა აღიარებულ იქნეს ბოროტმოქმედების საგნად და აიკრძალოს მისი გამოყენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები