LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ეგიდით ქართული ბიზნესის წარმომადგენლები დაჯილდოვდებიან

swiss

საქართველოში ,,შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის” და ,,ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის” ორგანიზებით, ბიზნესდაჯილდოება გაიმართება. ღონისძიება 14 დეკემბერს, 20:00 საათზე Tbilisi Event Hall-ში ჩატარდება და აქ მცირე და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ქართული ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდებიან.

როგორც ,,ფორტუნას” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, აღნიშნული დაჯილდოება რიგით 46-ე იქნება.

ცნობისთვის, ,,ბიზნეს რეიტინგების კავშირი” საქმიანობს 2003 წლიდან აღმ. პარტნიორობის ქვეყნებში. (უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი) “საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგი” კი დაარსდა 2015 წელს. არსებობის მანძილზე “ბიზნეს რეიტინგების კავშირს” ჩატარებული აქვს 45 დაჯილდოების ცერემონია და 37 ბიზნესფორუმი, მათ შორის 6 დაჯილდოების ცერემონია არის საქართველოში ჩატარებული.

2017 წელს “საქართველოს ნაციონალურმა ბიზნეს რეიტინგმა” მოიპოვა უფლება დააჯილდოვოს კომპანიები “შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის” ეგიდით. ამასთან, ერთად ხდება პერსონების დაჯილდოება.  საქართველოში ეს საპატიო სტატუსი მიღებული აქვთ:

დავით ნარმანია

ვალერი მელაძე

ელდარ შენგელია

ნონა გაფრინდაშვილი

ჯემალ ჭკუასელი

მაკა ჩიჩუა

ბადრი მაისურაძე

ამასთან, 2018 წლის 11 დეკემბერს  საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს გადაეცა საერთაშორისო ჯილდო International publico recognitionem- ”საერთაშორისო სახალხო აღიარება”ერთა შორის მშვიდობისყოფასა და მეგობრობის გაღრმავებაში, მისი სიბრძნითა და პირადი ავტორიტეტით შეტანილი წვლილის გამო. აღსანიშნავია, რომ 8 ქვეყნის მასშტაბით ეს იყო პირველი პრეცენდენტი, როდესაც ჯილდო გადაეცა უმაღლესი რანგის სასულიერო პირს.

აღსანიშნავია, რომ

ნაციონალური ბიზნეს რეიტინგი – ეს არის საერთაშორისო ბინზეს სარეიტინგო პროგრამა. მისი მთავარი მიზანია, განსაზღვროს ეკონომიკის ლიდერები საწარმოთა შორის, შეაფასოს მათი საქმიანობის ეფექტურობა და შეადგინოს რეიტინგი.

საქართვლოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის მიერ შემუშავებულია საწარმოთა ეფექტური მოქმედების დონის შეფასების მეთოდიკა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივ და უცხოელ მეცნიერთა მიდგომებს. ნაციონალური ბიზნეს რეიტინგები იკვლევს სხვადასხვა ფორმის საკუთრების კომპანიებს, დარგებს და ტერიტორიებს. შეფასების საბოლოო რეზულტატებს წარმოადგენს გაანალიზებული საწარმოს მიმართება ერთ-ერთ ჯგუფთან (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო) გამომდინარე რეიტინგში მათი პოზიციიდან.

ნაციონალური ბიზნეს–რეიტინგები მიჰყვება საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს (ობიექტურობა, გამჭირვალობა, კომპეტენტურობა) საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებს საწარმოთა საქმიანობის შეფასებაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები