LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვიდ საოცრებას შორის მარტვილის კანიონს დავასახელებდი“ – რას წერს National Geographic სამეგრელოზე

455
37361119250-7e5856f82c-b

National Geographic ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ შემაჯამებელ სტატიას აქვეყნებს.

„GEORGIA UNCOVERED“  – ამ სათაურით National Geographic საქართველოს რეგიონების შესახებ მე-5 სტატიას ავრცელებს.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამოგზაურო პლატფორმასთან ერთად აქტიურად იმუშავა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის: სამეგრელოს, სვანეთის, გურიის, კახეთის და სხვა მხარეების პოპულარიზაციისათვის. შედეგად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში National Geographic-ის მილიონობით მკითხველს საშუალება აქვს საქართველოს რეგიონების შესახებ საინტერესო აღწერები და ფოტოკოლაჟი იხილოს.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში National Geographic-ის სტატიების სერიით ჩვენ ევროკავშირის ყველა ქვეყანა და ამერიკის შეერთებული შტატები დავფარეთ და მილიონობით მკითხველს საშუალება მივეცით, გაცნობოდნენ საქართველოს რეგიონებს National Geographic-ის ჟურნალისტების თვალით. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სამოგზაურო ჟურნალში საქართველოს შესახებ საპრომოციო სტატიების გამოქვეყნება ხელს უწყობს ჩვენი უნიკალური რეგიონების, მაგალითად სამეგრელოს კანიონების, სვანეთის მთების და სხვა ღირსშესანიშნაობების ცნობადობის გაზრდას და პოზიციონირებას ჩვენს მიზნობრივ ბაზრებზე, შესაბამისად მაღალამხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას,“აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

„არ არსებობს მსგავსი ადგილი დედამიწაზე როგორიც საქართველოა“ - National Geographic

დაკიდული ბაღები, ლურჯ და მწვანე ფერად ჩამომდინარი ჩანჩქერები -დიახ ეს საქართველოა

National Geographic-ის ჟურნალისტი სტატიაში ცალკე თავს უთმობს სამეგრელოს უნიკალურ ბუნებას. აღწერს კაღუს ჩანჩექერს და მარტვილის კანიონს.  „საქართველოს შვიდ საოცრებას შორის მარტვილის კანიონს დავასახელებდი. კანიონის ლურჯ და მწვანე ფერის წყლებში ნავით გასეირნება ზაფხულის სიცხეში ნამდვილი შვებაა. აქ სანაოსნო გამოცდილება არ დაგჭირდებათ, გადაადგილებაში გიდი დაგეხმარებათ,“- წერს აარონ ჰუი.

National Geographic-ის ჟურნალისტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბახმაროს, სტატიაში აღწერილია სამთო კურორტი, მისი გეოგრაფიული მდებარეობა და ბახმაროს ტრადიციული დოღი.

სტატიის ბოლოს აარონ ჰუი საკმაოდ ვრცლად წერს სვანეთის შესახებ. ჟურნალისტი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესულ უშგულს, შუასაუკუნეების ტაძრებს, უძველეს ტრადიციებს, საქართველოს უმაღლეს მწვერვალ შხარას და უშბასთან და თეთნულდთან დაკავშირებულ ლეგენდებს აღწერს.

250 კონკურენტს შორის თუშეთი შეარჩიეს - ის მსოფლიოს გამორჩეულ ბუნებრივ საგანძურად დაასახელეს

თუშეთმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა - ის The New York Times‎-ის ნომინანტებშია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში National Geographic-მა მკითხველს საქართველო ყველა ტურისტული მიმართულებით გააცნო: ბუნება, კურორტები, კულტურული ძეგლები, კულინარია, ღვინო და სათავგადასავლო ტურიზმი. National Geographic-ს მსოფლიოს მასშტაბით ყოველთვიურად დაახლოებით 10 მილიონზე მეტი ადამიანი კითხულობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები