LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვიდკაცა“ ქუთაისში 17 მაისს სოლოკონცერტს გამართავს

875
ansamblishvidkaca

ანსამბლი „შვიდკაცა“ ქუთაისში სოლოკონცერტისთვის ემზადება. ღონისძიება 17 მაისს არის დაგეგმილი. კონცერტს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს.

როგორც ანსამბლის წევრმა, გიორგი ლომთათიძემ გვითხრა, ქუთაისში ანსამბლს ყოველთვის გამორჩეულად ელიან და კონცერტები ანშლაგებით იმართება, ამიტომაც „შვიდკაცას“ წევრები მუდამ ცდილობენ ქუთაისელ მსმენელთან შეხვედრას.

„ყოველთვის აქვთ სურვილი ჩვენი ანსამბლის მოსმენიც, ჩვენც ვითვალისწინებთ მათ თხოვნას და გვიყვარს ქუთაისში ჩასვლა, რადგან ძალიან კარგი მსმენელი ჰყავთ“.

რაც შეეხება რეპერტუარს, ანსამბლი ქალაქური ჟანრის სიმღერებს შეასრულებს, იმ კომპოზიციებს, რომლებიც მსმენელს ძალიან უყვარს.

ახალ სიმღერებზე მუშაობას „შვიდკაცა“ რამდენიმე დღეში დაიწყებს, როცა საბერძნეთიდან დაბრუნდებიან. მცირე ხნის წინ შედგა ტელე და რადიოპრემიერა გოგი ცაბაძის „მუხამბაზის“ ნიკოლოზ რაჭველისეული ვერსიის, რომელიც პირველად წინა ზაფხულს, „ბლექ სი არენაზე“ გამართულ „შვიდკაცას“ 20 წლის იუბილეზე შესრულდა. „შვიდკაცა“ უახლოეს მომავალში არაერთ სიახლეს გვპირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები