LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვილებს ვეტყვი, რომ… ვინ არის კორონავირუსისგან განკურნებული და მეორე დღეს უეცრად გარდაცვლილი ახალგაზრდა

1212
korona gardaicvala

რუსთავში 26 ოქტომბერს 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა. წინა დღეს მას უთხრეს, რომ კორონავირუსი დაამარცხა და კოვიდსასტუმროდან გაწერეს.

რუსთავში ბიჭი, რომელიც კოვიდსასტუმროდან გუშინ გამოწერეს, დღეს ქუჩაში გარდაიცვალა

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 21 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი გულის უეცარი გაჩერება გახდა.

21 წლის ბიჭი, რომელიც გუშინ კოვიდსასტუმროდან გაწერის შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა, ახალგაზრდა მომღერალთა გუნდის “თუთარჩელას” წევრი იყო. ნიკა მედოიძე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

21 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის უეცარი გაჩერება გახდა

ნიკა თავდაპირველად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგან ანსამბლის რამდენიმე წევრს კორონავირუსი ჰქონდა და რადგან მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო, იზოლირება გადაწყვიტა.

მოგვიანებით, ჩატარებული ტესტის შედეგად მას კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც, კოვიდსასტუმროში, უკვე როგორც ინფიცირებულმა, კიდევ 10 დღე გაატარა. მეგობრის ინფორმაციით, ის მეათე დღეს, 25 ოქტომბერს, როგორც უსიმპტომო პაციენტი, განმეორებითი ტესტის გარეშე გაწერეს.

21 წლის ბიჭის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრომბოემბოლია სახელდება. 

სოციალურ ქსელში მისი ბოლო სიტყვებია: „შვილებს ვეტყვი, რომ ემინემი კომენტატორად მუშაობდა გაჭირვების ჟამს“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები