კალიფორნიის შტატი ხანძარმა მოიცვა. სამაშველო ოპერაცია რამდენიმე დღეა გრძელდება, შედეგად დაზარალდნენ არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ცხოველებიც. ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომლის მთავარი გმირიც ცხენია.

კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ გაჰყავს რანჩოს პატრონს თვისი ცხენი  ცეცხლმოკიდებული ტერიტორიიდან, რაც შეიძლება მოშორებით,

მაგრამ გადარჩენილი ცხოველი კვლავ უკან ბრუნდება, რათა თავისი ნაშიერი და ფაშატი (მდედრი ცხენი) გადაარჩინოს.

კალიფორნიაში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარიც უწყობს. ელექტროენერგიის გარეშე მილიონობით ადამიანი რჩება, სტიქიის ეპიცენტრიდან ასობით ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მსგავსი თემები