LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვილიშვილებთან ერთად ხეებზე ვძვრები, დამალობანას ვთამაშობ და ვცეკვავ  – ქეროლ მიდლტონი

88
carolmidlton20

ქეით მიდლტონის დედა, 66 წლის ქეროლ მიდლტონი გამოცემა Good Housekeeping-ის ინტერვიუს აძლევს და პირველად საუბრობს შვილიშვილების შესახებ. ქეროლი ამბობს, რომ ის ხშირად ატარებს დროს ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის შვილებთან და ამით ძალიან ბედნიერია: „შვილიშვილებთან ერთად ხეებზე ვძვრები, დამალობანას ვთამაშობ და ვცეკვავ. ამას გავაკეთებ იქამდე, სანამ შევძლებ“  – ამბობს ქეროლი. მისივე თქმით, პრინცი ჯორჯი, შარლოტა და ლუი არაჩვეულებრივი ბავშვები არიან და მათთან გატარებული ყოველი წამი უძვირფასესია.

ქეროლ მიდლტონი ასევე საუბრობს პიპა მიდლტონის ორი წლის შვილზე არტურზე და ამბობს, რომ შვილიშვილები ერთად ხშირად იკრიბებიან. პირველად ინტერვიუში ქეროლ მიდლტონი ოფიციალურად ადასტურებს იმასაც, რომ პიპა მიდლტონი ორსულადაა და მეორე შვილს ელოდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები