LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიახლეები სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის – “საქართველოს ბანკი” ახალგაზრდებს შეხვდა

108
შეხვედრა_სტუდენტები_სათაფლია

საქართველოს ბანკმა განათლების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. როგორც “ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, ქუთაისში, სათაფლიის დაცულ ტერიტორიაზე ჩატარებულ  შეხვედრაზე ახალგაზრდებს ის შესაძლებლობები გააცნეს, რაც განათლების მიღების მსურველებს აინტერესებთ. მათ მიაწოდეს ინფორმაცია  ჩივნინგისა და ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამებზე,  სან-დიეგოსა და საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის დაფინანსების შესაძლებლობებზე, ასევე,  Social Impact Award-ის, TEDx-ის საერთაშორისო პროექტებზე, სოციალური საწარმოების საგრანტო კონკურსზე.

ბანკის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს განათლების ექსპერტის, პაატა პაპავას ვორკშოპში- „დაიჯერე შენი შესაძლებლობების“. “ახალგაზრდებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები საუკეთესო შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის, რათა გაიზიარონ საუკეთესო გამოცდილება, დაისახონ მიზნები, იდეები და საბოლოოდ განახორციელონ საკუთარი ოცნებები”, – აცხადებენ ბანკში.

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია,  წლებია მხარს უჭერს განათლებას, აფინანსებს სამაგისტრო სტიპენდიებს დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე, აფინანსებს განათლებასთან დაკავშირებულ საინტერესო პროექტებს და თავადაც ქმნის მათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები