LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა ორმაგდება – როდიდან ამოქმედდება ახალი სანქციები

625
sichqare

გაორმაგებული ჯარიმები და დაკლებული ქულები – მძღოლებისთვის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე სანქციები მკაცრდება.

საკანონმდებლო ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის, რომლის თანახმადაც, სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში არსებული ჯარიმა გაორმაგდება. შეგახსენებთ, ამ დროისთვის ჯარიმა 50 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით,

ჯარიმები ქულათა სისტემას უნდა მიებას და თუ მძღოლი სიჩქარეს გადააჭარბებს, მას  ქულაც დააკლდება.

საჭესთან ნასვამი თუ დაჯდებით, დაგაპატიმრებენ - რა ცვლილებები შედის კანონში

საჯარიმო სანქცია სისხლში ალკოჰოლის რაოდენობის შესაბამისად განისაზღრება.

შეგახსენებთ, რომ სანქციები მკაცრდება საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში დაჯდომის შემთხვევაშიც. ორჯერ დაჯარიმების შემდეგ,

მესამედ უკვე მართვის მოწმობის ჩამორთმევის გარდა, 15 დღიანი ადმინუსტრაციული პატიმრობა გელით.

საკანონმდებლო ცვლილებები მზად არის და ის ჯერ მთავრობას, შემდეგ კი პარლამენტს წარედგინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები