LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიცოცხლე იმდენად უყვარდა, საავადმყოფოში როდესაც ვიყავით, ერთი წუთითაც არ მიფიქრია, რომ დათმობდა – ნიკო კვარაცხელიას მამიდაშვილი

4119
ნიკო და მამიდაშვილი

გადაცემა „ბაიასთან“ ნიკო კვარაცხელიას მამიდაშვილს ელენე ნაჭყებიას სტუმრობდა.

ძნელია ემოციების გარეშე მოისმინო, ამბავი, თუ როგორი იყო მომავლის ბიჭი – ნიკო კვარაცხელია და რამდენი გეგმა დარჩა განუხორციელებელი.

„ამ რეალობაში ცხოვრება დღითი დღე რთულია და ამ ტრაგედიასთან შეგუება და ყველაზე მატად ამ მონატრების დაძლევა. ნიკოს განსაკუთრებით უყვარდა ეს სოფელი და ამ ეზოში ჩვენთან ერთად დროის გატარება.

რომ ჩამოვიდოდა, მაშინვე მოგვახლიდა  დღის გეგმებს და ყველაფერს გაწერდა ხოლმე, როდის რა უნდა გაგვეკეთებინა. ერთ წუთს არ კარგავდა. როცა დაარსა სოციალური ქსელი, უნდოდა, საუკეთესოდ წარმოეჩინა თავისი კუთხე და ჩართო აქაური ახალგაზრდები.

ჩამოდიოდა და უყვებოდა მათ სიახლეებს. ერთი დღითაც რომ ჩამოვიდოდა, ყოველთვის პოულობდა დროს , რომ ახალგაზრდებისთვის გაეზიარებინა  სიახლეები. ბოლოს რომ იყო ჩამოსული, ოთახში მოიწყო თავისი კაბინეტი.

სიცოცხლე იმდენად უყვარდა, საავადმყოფოში როდესაც ვიყავით, ერთი წუთითაც არ მიფიქრია, რომ დათმობდა.

კიბეებზე როცა ვიჯექი, მეგონა, რომ რამდენიმე საათი გავიდოდა და თავისი ფეხით ჩამოვიდოდა.

ნიკოს სახელით ბევრი რამ კეთდება და წელში გავიმართები ხოლმე, მაგრამ მერე როცა ვიაზრებ, ასე როტომ ხდება, და ნიკო რომ ვერ ესწრება ამ ყველაფერს, ისევ წელში მოხრილი ვარ.

რა თქმა უნდა, ველი, რომ ნიკოს სახელით ბევრი რამ გაკეთდება და ბევრი წელში გასამართი მიზეზი მექნება“,  – ამბობს ელენე ნაჭყებია, ნიკო კვარაცხელიას მამიდაშვილი.

ეს ამბავი სახლიდან ძალიან ახლოს მოხდა, წავედი საავადმყოფოში, მაგრამ ვერ ვნახე… – ნიკო კვარაცხელიას საცოლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები