LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიდნეიში რეკორდულად ცხელი ნოემბერი ფიქსირდება

94
-115687051-hi064543514

სიდნეიში ყველაზე ცხელი ღამე დააფიქსირეს. გასულ კვირას ღამის განმავლობაში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 25,4 C იყო, ხოლო გათენების შემდეგ კი მაჩვენებელი 40 С-მდე გაიზარდა.

ანომალიური სიცხის გამო ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრების საშიშროება გაჩნდა.

ვიქტორიასა და სამხრეთ ავსტრალიის შტატებშიც ძალიან დაცხა.

„ნოემბერი ბევრი მიზეზის გამო საკმაოდ უჩვეულო გამოვიდა. ნალექიანობა ლამის განახევრდა და ჰაერის ტემპერატურა გაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ მთელი თვე რეკორდულად ცხელი იყო“,-  განაცხადა ენდრიუ უოტკინსმა, ადგილობრივმა მეტეოროლოგმა.

სიდნეიში რეკორდული ტემპერატურა – 30C 04:30 საათზე დაფიქსირდა, წინა რეკორდი კი 24.8С იყო და ის 1967 წლით თარიღდება.

სიდნეიში ზედმეტად დაცხა და ხალხმაც სანაპიროებისკენ მიაშურა. ხელისუფლება ყველას აფრთხილებს რომ სოციალური დისტანციის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და მათი დაუფიქრებელი ქცევა კორონავირუსის გავრცელების რისკს ზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები