LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიძულვილი სიმსივნეს ჰგავს, რომელიც სრულად ანადგურებს ადამიანის პიროვნებას და ართმევს ცხოვრების ძალას“ –  მარტინ ლუთერ კინგის ცნობილი გამონათქვამები

16733
martin luter kingi (1)

„სიყვარულით გადავწყვიტე ცხოვრების გავლა, რადგან სიძულვილი ზედმატად მძიმე ტვირთი აღმოჩნდა“ – აღნიშნა  ერთ-ერთ გამოსვლაში ცნობილმა აფროამერიკელმა უფლებების დამცველმა მარტინ ლუთერ კინგმა, რომელიც სწორედ საკუთარ პრინციპებსა და იდეალებს ემსხვერპლა.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ მარტინ ლუთერ კინგის ცნობილ ფრაზებს:

თუ ბოროტებას წინააღმდეგობის გაწევის გარეშე მიიღებ, მაშინ შენც მისი თანამოაზრე გახდები.

სიძულვილი სიმსივნეს ჰგავს, რომელიც სრულად ანადგურებს ადამიანის პიროვნებას და ართმევს ცხოვრების ძალას.

სიყვარული ერთადერთი ძალაა, რომელიც ნებისმიერ მტერს მეგობრად აქცევს.

სიცოცხლის ბოლოს არა მტრის ნათქვამი გახსენდება, არამედ მეგობრის დუმილი.

თუ მტრის შეძენა გინდა, ნუ იჩქარებ ომის გამოცხადებას, საკმარისია ყველაზე ის თქვა, რასაც სინამდვილეში ფიქრობ.

თუ ადამიანს არ აქვს ის, რისთვისაც სიკვდილი ღირს, მაშინ არც მის სიცოცხლეს აქვს ფასი.

სამყაროში არაფერია გულუბრყვილო უმეცრებასა და გულწრფელ სიბრიყვეზე უარესი.

არ მეშინია როცა უღირსი ადამიანები ყვირიან, თუმცა ძალიან მეშინია, როცა ღირსეულები დუმილს ამჯობინებენ.

ყველაფერი, რასაც ვხედავთ სინამდვილეში მხოლოდ აჩრდილია იმისა, რასაც ვერ ვხედავთ.

აჯანყება მათი ენაა, ვისაც მოსმენაზე უარი უთხრეს.